თამარ გაბუნია - აცრების გეგმა მიჰყვება მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას, პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ვაქცინაცია
თამარ გაბუნია - აცრების გეგმა მიჰყვება მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას, პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ვაქცინაცია

ჩვენი აცრების გეგმა მიჰყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების ასევე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული, ამ შემთხვევაში პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრულია გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაუდასტურა კორონავირუსი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

„პრემიერი ჩაიტარებს ყველა შესაფერისი მკურნალობის ზომას, რაც ამ შემთხვევაში ტარდება. თვითიზოლაციაში გრძელდება მისი მკურნალობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, რატომ არ აიცრა პრემიერი, გაბუნიამ აღნიშნა, რომ აცრის გეგმა მიჰყვება მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აცრების გეგმა მიჰყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული, ამ შემთხვევაში პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრულია გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია. მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება, ამ შემთვევაში მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია 100 ცნობადი სახის აცრამ, ამიტომ არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. ქვეყანა ჯერ ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან, მაგრამ, როგორც ხედავთ, რისკი ყველგან არის და ეს ინფექცია ყველას შეიძლება შეეხოს“, – განაცხადა გაბუნიამ.