თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან ყველა ამცრელ დაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან ყველა ამცრელ დაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან ყველა ამცრელ დაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვირტუალური კაბინეტები დაეხმარება ადამიანებს, ვისაც აცრა სურთ, თუმცა დარეგისტრირებულები არ არიან და ისინი ადგილზე შეძლებენ დარეგისტრირებას.

„უკვე მომდევნო კვირიდან, ვფიქრობ, ორშაბათი-სამშაბათიდან დამატებით განცხადება გაკეთდება. ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, არამედ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე. ერთადერთი დისკმოფორტი რაც შეიძლება შეიქმნას, იქნება, თუ ერთად მივიდა დიდი რაოდენობით აცრის მსურველი და შეიქმნა რიგი. რიგს მოცდა დიდი ხანი არ დასჭირდება, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, წინასწარ დარეკოს მოქალაქემ კლინიკაში ცხელ ხაზზე და ითხოვოს ვიზიტისთვის დრო. რეგისტრაციის პროცედურა იქნება მაქსიმალურად გამარტივებული და არავინ დარჩება აცრის გარეშე“, – განაცხადა გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი