თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პროტოკოლზე იმსჯელეს
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პროტოკოლზე იმსჯელეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობაში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების შესახებ იმსჯელეს.

თამარ გაბუნიამ სამკურნალო მედიკამენტების გადმოცემისთვის გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა, თუ რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის გერმანიის მთავრობას, რომელიც დაგვეხმარა ამ პროცესში. ასევე, მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც მივიღეთ ჩვენ აშშ-ის მხარისგან, ესეც არის ქვეყანაში და მზად ვართ, მათი გამოყენება დაიწყოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები პირველ ნოემბერს გადასცა. დონაცია 3 000 დოზაზე მეტ კასირივიმაბისა და იმდევიმაბისგან შედგება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ მოხდება.

დატოვე კომენტარი