თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ამასთან, მისივე თქმით, გრძელდება აქტიური ტესტირება და ვაქცინაციის პროცესი.

„ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება არის მაქსიმალური, ემატება კიდევ საწოლფონდი, დაახლოებით 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული. ასევე, დაემატა კოვიდსასტუმროები, რათა არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდკლინიკებში გადაყვანის პრობლემა. სრულად არის მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რათა ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაბამისი. საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, რომლებიც მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხშირად უსიმპტომოც, მაგრამ ასევე საყურადღებოა მძიმე პაციენტები, რომლებიც რჩებიან ინტენსიურ განყოფილებასა და რეანიმაციაში. ბავშვებში არის შემთხვევები, უმეტესი მსუბუქი მიმდინარეობისაა და მათი დაყოვნება კლინიკებში არ აღემატება სამ დღეს. არის ერთეული, შედარებით მძიმე შემთხვევა, რომლის დაყოვნებაც უფრო ხანგრძლივია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.