თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან

12 წლის ზემოთ მოზარდების აცრას ბევრი ქვეყანა უზრუნველყოფს. მათ შორის აშშ, კანადა, ისრაელი. ჩვენ ჯერჯერობით ველოდებით გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის შესაძლებლობა გაფართოვდეს ამ ასაკობრივ ჯგუფშიც. გაბუნია ამბობს, რომ 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„საკითხზე იმსჯელებს ვაქცინაციის საბჭო, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის შესაძლებლობა გაფართოვდეს ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, თუკი ამის გადაწყვეტა და მხარდაჭერა იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდანაც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.