თამარ გაბუნია - აჭარაში სტაბილიზაციის ნიშნები უკვე გამოიკვეთა, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება, რათა შეზღუდვების ეფექტი ვნახოთ
თამარ გაბუნია - აჭარაში სტაბილიზაციის ნიშნები უკვე გამოიკვეთა, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება, რათა შეზღუდვების ეფექტი ვნახოთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კიდევ ერთი კვირაა საჭირო, რათა გამოჩნდეს, რა შედეგები მოიტანა აჭარაში დაწესებულმა შეზღუდვებმა. გაბუნიას თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები უკვე გამოიკვეთა.

„ყველა შეზღუდვიდან ორი კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ შეზღუდვის ეფექტი გამოიკვეთოს. ერთი კვირა გავიდა, სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები უკვე არის, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება, რათა დავინახოთ, რამდენად ეფექტიანია ეს შეზღუდვები. ყოველ შემთხვევაში, ისეთი მოლოდინი გვაქვს, რომ ეპიდემია ნელ-ნელა ქვემოთ უნდა წამოვიდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარაში შეზღუდვები 25 სექტემბრიდან მოქმედებს.