თამარ გაბუნია ​- აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აღემატება ინფიცირებულების რაოდენობას, ეს არის დასტური, რომ ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზება და სტაბილიზება ხდება
თამარ გაბუნია ​- აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აღემატება ინფიცირებულების რაოდენობას, ეს არის დასტური, რომ ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზება და სტაბილიზება ხდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტიბილიზაციის მიმართულებით მიდის.

„რამდენადაც ცნობილია, უკანასკნელ ხანებში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები იმატებს. აჭარაში მდგომარეობა გარკვეულწილად უფრო სტაბილიზაციისკენ მიდის და მატება აღინიშნება სხვა რეგიონებში. ბოლო ორი დღის განმავლობაში ქუთაისსა და თბილისში იყო შედარებით მაღალი მაჩვენებლები. აქ განსაკუთრებული მზარდი ტენდენცია არ იკვეთება და ეს ამგვარი მობილობის პირობებში შესაფერისი იყო“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გრძელდება აქტიური პრევენციული ღონისძიებები.

„კარგია, რომ აჭარაში შემზღუდველი ღონისძიებების ფონზე მოხდა ეპიდემიის გავრცელების შეჩერება და მოსალოდნელია, რომ გარკვეული დროის შემდეგ უკვე დავიწყოთ დაღმასვლა. გამოჯანმრთელების რაოდენობა აღემატება ინფიცირებულების რაოდენობას და ეს არის დასტური იმისა, რომ ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზება და სტაბილიზება ხდება. საინტერესოა თბილისის მაჩვენებლები. აქ უკვე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ღონისძიებები, გრძელდება კონტაქტების კვლევა და სისტემური ტესტირება როგორც სიმპტომურ პირებში, ასევე მათში, ვინც არის მაღალი რისკის ქვეშ, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალი. აქცენტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებაზე, რათა მძიმე პაციენტებმა მიიღონ შესაბამისი მომსახურება, შედარებით მსუბუქი პაციენტები დარჩნენ ბინაზე, ან მოხდეს მათი გადაყვანა საკარანტინო სასტუმროებში. ეს არის, რაც შეიძლება, დღევანდელი ეპიდემიური სურათის შესახებ შეიძლება, ითქვას. სამომავლოდ მნიშვნელოვანია მობილობის გარკვეულწილად კონტროლი და პირადი დაცვის საშუალებების შესაბამისად გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გადავადდა და სამომავლოდ გადაწვეტილება ვითარების მიხედვით იქნება მიღებული.

„ნებისმიერ შემთხვევაში, სკოლები და ბაღები გარკვეულწილად სოციალური აქტივობის ადგილია. ამდენად, ამ თვალსაზრისით ყოველთვის მეტი ყურადღებაა საჭირო. ბაღების გახსნასთან დაკავშირებით სწორად ამიტომ იქნა მიღებული გადავადების გადაწყვეტილება. რის საშუალებასაც მოგვცემს ეპიდემიური მდგომარეობა, იმგვარად ჩამოყალიბდება სურათი ამ კუთხით, თუმცა, რა თქმა უნდა, აქტიური მართვა შესაძლებელია. როგორც სკოლების პირობებში ხდება, თუ გამოვლინდა ინფიცირება, როგორ უნდა მოვიქცეთ, ვიცით და მომზადებაც მიმდინარეობს აქტიურად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.