თამარ ჟვანია - საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობა კონსტრუქციულად უნდა დასრულდეს
თამარ ჟვანია - საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობა კონსტრუქციულად უნდა დასრულდეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანია განცხადებით, საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობა კონსტრუქციულად უნდა დასრულდეს და ცვლილებები კანონში დროულად უნდა აისახოს, რათა საკმარისად ადრე ცნობილი იყოს თამაშის წესები, რითაც 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

როგორც ჟურნალისტებს ჟვანიამ განუცხადა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა შეხვედრებიდან გამომდინარე პროექტში ასახულია ის ცვლილებები, რომელიც მანამდე საერთო კონსენსუსით არ სარგებლობდა.

„თითოეულ ამომრჩეველს შეეძლება, სხვადასხვა პარტიას დაუჭიროს მხარი, ეს შეზღუდვა ახალ პროექტში აღარ არსებობს. აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა სიძულვილის ენა, რაც მიმდინარე პროექტიდან ამოღებულია“, – განაცხადა ჟვანიამ.

დატოვე კომენტარი