თამარ ჟვანია - საარჩევნო კანონმდებლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული
თამარ ჟვანია - საარჩევნო კანონმდებლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული

საარჩევნო კანონმდებლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება და ეს რეკომენდაციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, არის საკითხები, რომლებიც ამ ცვლილებებში ვერ მოხვდა და რომელზე განცხადებებიც საერთაშორისო პარტნიორებმაც გააკეთეს.

ამაზე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც გააკეთეს განცხადებები. მათ შორის, შეიძლება იყოს საკითხი, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დამკვირვებლების პროცესში მეტი გამჭვირვალობის ელემენტების შემოტანა, ეს იყო ელჩის განცხადებაში. თავად საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, შემოიტანოს დამატებითი გამჭვირვალობის ელემენტები, მათ შორის, ვგეგმავთ წინასწარ გამოვაქვეყნოთ კონკურსანტთა სია და პროცესი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

გამჭვირვალობის გარანტიები ნამდვილად არსებობს, კანონი არის მაქსიმალურად მოწესრიგებული, რათა ჩატარდეს კარგი არჩევნები. არჩევნების ჩატარების პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ერთი მხარის ვალდებულება, ყველა ჩართული მხარე თუ სრულყოფილად დაიცავს კანონსა და ეთიკის ნორმებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აღიარებული და პოლიტიკური მიზნების გამო რაიმე სხვა ტიპის ქმედებას არ გააკეთებ, ამ კანონმდებლობის პირობებში ძალიან კარგი, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ჟვანიამ.