თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეგლამენტში ცვლილებები უნდა შევიდეს, რათა არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იყოს
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეგლამენტში ცვლილებები უნდა შევიდეს, რათა არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იყოს

დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საართველოს კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების შემდეგ, მთელი რიგი რეგულაციები შედის ძალაში, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებისა და საქმიანობის შესახებ.

მისივე განმარტებით, რეგლამენტში უნდა შევიდეს ცვლილებები, რათა არჩევნების შემდეგ ის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იყოს.

„ეს იყო დაგეგმილი მაშინვე, როდესაც ჩვენ მივიღეთ რეგლამენტი. დიდი ნაწილი ამ ცვლილებების იყო სწორედ კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მეორე ნაწილი იყო – ადმინისტრაციული და თანამდებობრივი ნაწილის შემცირება.

ანუ, მცირდება საპარლამენტო თანამდებობები. ეს პროექტი მაქსიმალურად ახლოსაა იმასთან, რასაც თავიდანვე ვგეგმავდით“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების მიხედვით, მომავალ, მეათე მოწვევის პარლამენტში შესაძლოა, რამდენიმე კომიტეტი გაერთიანდეს.

ამასთან, იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის შემცირება.

საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად ექვსის ნაცვლად, შვიდი დეპუტატი იქნება საჭირო. იცვლება ფრაქციის თანამდებობის პირთა წრე და მათი რაოდენობაც.