თამარ ჩუგოშვილი - დღესაც არის განცდა, რომ პრეზიდენტი არის ხელისუფლების განმახორციელებელი, უშუალო მმართველი, რაც ასე აღარ არის
თამარ ჩუგოშვილი - დღესაც არის განცდა, რომ პრეზიდენტი არის ხელისუფლების განმახორციელებელი, უშუალო მმართველი, რაც ასე აღარ არის

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ უნდა ჰყავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი პარტიის ხელში არ იყოს ყველა უმაღლესი თანამდებობა.

„ბევრი ვიმსჯელეთ, გვქონდა დისკუსიები უმრავლესობის შიგნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ამ არჩევნებში არ უნდა ჰყავდეს. ორი ძირითადი მიზეზია. პირველი, ჩვენ თუ გვინდა, ქვეყნის დემოკრატიის განვითარება, მნიშვნელოვანია, რომ ერთი პარტიის ხელში არ იყოს ყველა უმაღლესი თანამდებობა. მეორე, ჩვენ ქვეყანაში არსებული წარმოდგენები პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით საპრეზიდენტო სისტემა და აქედან გამომდინარე, დღესაც არის განცდა, რომ პრეზიდენტი არის ხელისუფლების ​ განმახორციელებელი, უშუალო მმართველი, რაც ასე აღარ არის.
ვერ გეტყვით, ჩვენი მხარდაჭერა ვინმეს ექნება თუ არა. რომელიმე კანდიდატი თუ იქნება განსაკუთრებით მისაღები და ჩავთვლით, რომ იმსახურებს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან მხარდაჭერას, მაშინ ჩავერთვებით კამპანიაში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.