თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, საერთოდ არ არის მზაობა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, არ ველოდები, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ
თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, საერთოდ არ არის მზაობა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, არ ველოდები, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მე-5 რაუნდზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ჩუგოშვილის თქმით, პროცესი ძალიან გაჭიანურდა და არჩევნებამდე მოკლე პერიოდში არ შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საარჩევნო კოდექსში, მითუმეტეს კონსტიტუციაში.

აქედან გამომდინარე, ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ სულ უფრო ნაკლები საშუალება რჩება, რომ საარჩევნო სისტემის მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდეს.

„ბევრი რამ არის დამოკიდებული შემდეგ რაუნდზე, რა მოხდება, ოპოზიცია და უმრავლესობა მიაღწევენ თუ არა რაიმე შეთანხმებას. უკვე ძალიან გაჭიანურდა პროცესი. არჩევნებს ვუახლოვდებით და არჩევნებთან ახლოს, როგორც წესი, არ შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საარჩევნო კოდექსში და მითუმეტეს კონსტიტუციაში. ამიტომ სულ უფრო ნაკლები საშუალება რჩება, რათა ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდეს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის კუთხით მზაობა არ არსებობს.

„მე მგონია, რომ საერთოდ არ არის მზაობა საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით. სამწუხაროდ, არ ველოდები შეთანხმებას. მგონია, რომ დროის გაწელვის მიზნით ჩატარებული ღონისძიებებია, ვიდრე კონკრეტული შედეგის მისაღწევად“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

დატოვე კომენტარი