თამარ ჩუგოშვილი - ვაპირებ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირო და მაქვს მოლოდინი, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ასეთ ნაბიჯს გადადგამენ
თამარ ჩუგოშვილი - ვაპირებ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირო და მაქვს მოლოდინი, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ასეთ ნაბიჯს გადადგამენ

ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირო და მოლოდინი მაქვს, რომ ჩემმა კოლეგებმაც, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა იგივე ნაბიჯი უნდა გადადგან, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, თავად არ არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და საყოველთაო სახალხო განხილვებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა კანონპროექტს მხარს აუცილებლად დაუჭერს.

„ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირო და ასევე მოლოდინი მაქვს, რომ ჩემმა კოლეგებმაც, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. როდესაც კენჭისყრაზე გამოვა საკითხი ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს. ეს ვალდებულება მათ აღებული აქვთ. ეს პირობა ყველას დადებული აქვს. შესაბამისად, ამ ცვლილებების მიღებაზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. უამრავი არგუმენტი არსებობს რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ამ ცვლილებებს , საპირისპირო მხარეს უფრო ნაკლები არგუმენტია. ყველაფერს, თავი რომ დავანებოთ, ქვეყანა წლების განმავლობაში ცდილობს, საარჩევნო სისტემის შეცვლას. ოპოზიცია უკვე წლების ითხოვს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. სამწუხაროდ, ვნახეთ ეტაპები, როდესაც ხან ოპოზიციისა და ხან ხელისუფლების ბრალით ვარდებოდა ცვლილებები და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ცვლილებები ძალაში არ შედიოდა. ახლა თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს პარლამენტში თავისი ხელმოწერით, საერთაშორისო საზოგადოებისა და ელჩების წინაშე პირობა აქვს დადებული, რომ მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს. მეც ასეთი პირობა მაქვს დადებული. ასეთივე პირობა აქვს დადებული ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, პარტიას ქვეყანაში და ეს პირობა უნდა შეასრულონ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.