თამარ ჩუგოშვილი - უმრავლესობა ეცდება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს
თამარ ჩუგოშვილი - უმრავლესობა ეცდება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო თემა საკონსტიტუციო რეფორმა იქნება,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის წევრის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ხვალინდელ შეხვედრაზე საუბარი ასევე სასამართლო რეფორმას შეეხება.

ჩუგოშვილის განცხადებით, უმრავლესობა ეცდება, საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორები პერიოდულად სტუმრობენ და აფასებენ საქართევლოში არსებულ დემოკრატიულ პროგრესს, რეფორმებს. ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე საინტერესო თემები არის, საკონსტიტუციო რეფორმა, გამომდინარე მათი წინა ანგარიშიდან, ასევე მათთვის საინტერესო საკითხებია მედიაგარემო და სასამართლო”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხვალ შეხვედრებს გამართავენ.