თამარ ჩუგოშვილი - სტრასბურგის სასამართლოს სამი უმძიმესი გადაწყვეტილება აქვს ერთადერთი ძალისთვის და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“
თამარ ჩუგოშვილი - სტრასბურგის სასამართლოს სამი უმძიმესი გადაწყვეტილება აქვს ერთადერთი ძალისთვის და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“

სტრასბურგიდან ჩვენ მივიღეთ არაერთი, არამედ სამი უმძიმესი გადაწყვეტილება, სამივე გადაწყვეტილება არის განაჩენი ერთადერთი ძალისთვის და ეს ერთადერთი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“და წინა ხელისუფლება, რადგან ორ უმძიმეს საქმეში სახელმწიფომ, მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების გამო, საქმე წააგო, ხოლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რომელიც მესამე საქმეა, ყველამ ვნახეთ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოდიოდა და როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პრესრელიზი გაავრცელა იქ აქცენტი გაკეთდა იმ უმძიმეს შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტელევიზიის დირექტორის და სხვების მხრიდან მოსამართლეების მიმართ.

„ეს წლები ვართ ბინძური ცილისწამების მოსმენაში და ამ ბოლო პერიოდში მე თვითონ ვარ რუსთავი 2-ის მხრიდან უბინძურესი ცილისმწამებლური განცხადებების სამიზნე და ობიექტი. მუდმივად ვართ ამ რეჟიმში, რომ რაღაც სიბინძურეს იტყვიან და მერე უნდა იყო თავის მართლების რეჟიმში“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.