თამარ ჩუგოშვილი - საქართველოში პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერასა და სიმპათიას ქართველი ამომრჩევლის გარდა, სხვა ვერავინ ადგენს
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოში პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერასა და სიმპათიას ქართველი ამომრჩევლის გარდა, სხვა ვერავინ ადგენს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერასა და სიმპათიას ქართველი ამომრჩევლის გარდა, სხვა ვერავინ ადგენს.

თამარ ჩუგოშვილი ირმა ინაშვილის მოთხოვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ, კონკრეტულ პირებზე იმსჯელონ, თუკი ადგილი საარჩევნო დარღვევას ჰქონდა.

„ჩვენც განვაცხადეთ, რომ ორჯერ ან მეტჯერ ხმის მიცემის მცდელობები იყო, რასაც განსაკუთრებით დიდი დოზით ჰქონდა ადგილი რუსთავში.  ათზე მეტი მცდელობა იყო, როცა ყალბი პირადობის მოწმობებით ადამიანები ცდილობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა ხელახლა მიეღოთ. ამ ფაქტებს გამოძიება სწავლობს და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება. არ ვიცი, ირმა ინაშვილი რას გულისხმობს. საქართველოში პოლიტიკური ძალების მიმართ სიმპათიას ქართველი ამომრჩევლის გარდა სხვა ვერავინ ადგენს. გადაწყვეტილებას ისინი იღებენ, მხარს ვის რა დოზით დაუჭერენ. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იმუშაოს, რომ საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდოს, რადგან ამას სხვა ვერ გააკეთებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.