თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება სჭირდება, რათა საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეძლოს
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება სჭირდება, რათა საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეძლოს

რუსეთი ისე იქცევა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მის განცხადებებში განსაკუთრებული ახალი არაფერი არის ხოლმე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორები უნდა გაააქტიუროს.

„საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეძლოს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ვახერხებთ, რომ საკუთარი მოქალაქეები დავიცვათ გატაცებისგან. ახლა, სამწუხაროდ, მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მსხვერპლიც გახდა. როგორც სახელმწიფო ვერ ვახერხებთ იმას, რომ ეფექტიანად უზრუნველვყოთ მოქალაქეების დაცვა იმისგან, რაც რუსეთისგან მოდის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.