თამარ ჩუგოშვილი - რეპრესიული კანონმდებლობის მომხრე არ ვარ 
თამარ ჩუგოშვილი - რეპრესიული კანონმდებლობის მომხრე არ ვარ 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ კანონმდებლობის დახვეწაზე იმ პირებმა უნდა იმსჯელონ, ვისაც მეტი კომპეტენცია აქვთ.

მისივე შეფასებით, ის ფაქტი, რომ გამოძიებასთან თითქმის არავინ თანამშრომლობს, არა მხოლოდ კანონის და სახელმწიფოს, არამედ საზოგადოების ცნობიერების პრობლემაცაა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით,  მომავალში მსგავსი ტრაგიკული შემთხვევებისა და დანაშაული თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს ყველამ, ვისაც გამომძიებლის დახმარება შეუძლია.

მისივე თქმით, რეპრესიულ კანონმდებლობის მომხრე არ არის და მიაჩნია, რომ კანონმდებლობა ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ეფუძნებოდეს.

“სისხლის სამართლის კანონმდებლობა საკმაოდ დახვეწილი და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისია, მაგრამ საკითხზე სწორედ იმ ჯგუფმა უნდა იმსჯელოს, რომელიც შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ერთობლივი თანამშრომლობისთვის შეიქმნება, მათ დაადგინონ მიზეზები და შემდგომ რეკომენდაციები მოგვცენ მათ შორის ჩვენ, საქართველოს პარლამენტს, სჭირდება თუ არა კანონმდებლობას გაუმჯობესება და დახვეწა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.