თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ ელჩებში ​აღფრთოვანება ​გამოიწვია
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ ელჩებში ​აღფრთოვანება ​გამოიწვია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ ელჩებში ​აღფრთოვანება ​გამოიწვია.

თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ელჩებმა ურჩიეს, თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი.

„ეს განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან მე დავაორგანიზე და რამდენიმე ადამიანთან ერთად თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი. პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გამოიწვია აღფრთოვანება ელჩებში და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მან გააჟღერა ზუსტად იგივე პოზიცია, რაც თქვა ეთერში, საჯაროდ, ინტერვიუს დროს. მთლიანად შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი დადებითი ემოციით და პოზიტიური შეფასებით. ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლე ესაა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.