თამარ ჩუგოშვილი - პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის პირველი შედეგი ნათელია, ჩანს და მისასალმებელია
თამარ ჩუგოშვილი - პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის პირველი შედეგი ნათელია, ჩანს და მისასალმებელია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტის პირველი შედეგი ნათელია, ჩანს და მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, შეხვედრამ კონკრეტული შედეგი მოიტანა, თუმცა მუშაობა გასაგრძელებელია.

„გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში ჰქონდა. ბოლო პერიოდში გააქტიურდა დავით გარეჯის საზღვრის დემარკაციის თემა. ვიზიტის პირველი შედეგი ნათელია, ჩანს და მისასალმებელია. კარგია, რომ შეხვედრამ კონკრეტული შედეგი მოიტანა, თუმცა მუშაობა გასაგრძელებელია, რადგან 25 წელია, დემარკაციის პრობლემა გვაქვს. პრობლემის მოგვარება ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდა. მთავრობის მხრიდან აზერბაიჯანთან მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა საბოლოოდ, საზღვრის დემარკაციის პრობლემა აღმოიფხვრას, თუმცა პირველი მკაფიო შედეგი სახეზეა და მისასალმებელია“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი დღეს მთავრობის სხდომაზე შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება.