თამარ ჩუგოშვილი - პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ პოზიტიური იმპულსები წამოვიდა
თამარ ჩუგოშვილი - პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ პოზიტიური იმპულსები წამოვიდა

აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტის შემდეგ პოზიტიური იმპულსები წამოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შედგა პირველი შეთანხმება, თუმცა ეს პრობლემას საბოლოოდ არ ხურავს.

„პირველი ნაბიჯი და პირველი შეთანხმება შედგა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემას არ ხურავს. გარეჯთან დაკავშირებით გვრჩება პრობლემა, საზღვრის დემაკრაციასთან დაკავშირებით. შემდგომი ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელია. ამ ეტაპზე, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ღონისძიებები არ განხორციელდეს, რომელიც ესკალაციისა და გართულებებისკენ იქნება მიმართული, რადგან ფაქტია, პოზიტიური იმპულსები და შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯები არის“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი სწორად უნდა იყოს გამოყენებული.

„ეს ნაბიჯები უნდა გამოვიყენოთ სწორად და დავგეგმოთ ასევე კონსტრუქციული, კარგი ნაბიჯები“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი 10 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები დღეიდან გაიხსნება.

დატოვე კომენტარი