თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის რიგგარეშე სხდომების ჩატარების აუცილებლობა არ დგას
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის რიგგარეშე სხდომების ჩატარების აუცილებლობა არ დგას

ყველა საკითხი, რომელზეც პარლამენტი მუშაობას, შეგვიძლია, სექტემბერში მივუბრუნდეთ, ახლა  რიგგარეშე სესიების ჩატარების აუცილებლობა არ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საკითხები, რომლის განხილვასაც რიგგარეშე სხდომების ჩატარება სჭირდება, მზად არ არის, შესაბამისად სიჩქარის აუცილებლობა არ დგას.

„ყველა საკითხზე, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, შესაძლებელია სექტემბრამდე მოთმენა. შეგვიძლია, რომ ამ თემებს მივუბრუნდეთ სექტემბერში, რიგგარეშე სესიების ჩატარების აუცილებლობა არ დგას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.