თამარ ჩუგოშვილი - ოპოზიციას ძალიან უნდა, პარლამენტის წინ „ქართული მარშის” და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას მიეწებოს
თამარ ჩუგოშვილი - ოპოზიციას ძალიან უნდა, პარლამენტის წინ „ქართული მარშის” და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას მიეწებოს

გუშინ ოთხ სხვადასხვა ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოდ უზრუნველყო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება, მათ შორის, საზოგადოების უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების პარალელური აქციების, ისე, რომ თავიდან აიცილა მძიმე ფიზიკური შეჯახება ჯგუფებს შორის , – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციას სურს, „ქართული მარშისა” და სხვების აქციის ხელისუფლება ხელისუფლებას დააბრალოს, თუმცა აქცია „თბილისი პრაიდის“ განცხადებამ გამოიწვია.

„მესმის, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა, პარლამენტის წინ „ქართული მარშის” და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას მიეწებოს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს აქცია (ჩემთვის სრულიად მიუღებელი) არა ხელისუფლებამ, არამედ პრაიდის გამართვის განცხადებამ გამოიწვია და უკვე დასრულებულია“, – წერს ჩუგოშვილი.

ამასთან, როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს,  „გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა პრაიდიც, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც“.