თამარ ჩუგოშვილი - ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს
თამარ ჩუგოშვილი - ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, როცა პირი გამოკითხვაზეა დაბარებული, ვალდებულია, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

„მას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს. თუ მას პასუხები აქვს, პასუხები საგამოძიებო ორგანოს წარუდგინოს და მათი რეაგირება შესაბამისი იქნება. მედიის საშუალებით მსმენია, რომ ტელევიზიას გარკვეული ფინანსური დარღვევები თუ პრობლემები აქვს, მაგრამ ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. განმარტება საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გააკეთონ. არ ვიცი, ტელევიზიაში რა ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი“, – დასძინა ჩუგოშვილმა.