თამარ ჩუგოშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ბოიკოტი საბაბია, რათა სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ
თამარ ჩუგოშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ბოიკოტი საბაბია, რათა სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ბოიკოტი საბაბია, რათა სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ახალი რეგლამენტის ამოქმედებასთან ერთად, სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში” საბაბს ეძებენ, სხდომებს არ დაესწრონ. ე.წ. ბოიკოტი, მხოლოდ საბაბია, რათა სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ. ეს უბრალოდ საბაბია და რეგლამენტის იმ ნორმის ასე გამოყენება სწორი არ არის, რომლითაც პოლიტიკური შეხედულების გამო შესაძლებელია პარლამენტის წევრმა, ან ფრაქციამ სხდომა გააცდინოს. ეს ასეც უნდა იყოს და კანონში უნდა ეწეროს, ეს ხვრელი არ არის, რადგან პოლიტიკური ორგანოა და პარლამენტის წევრს უნდა შეეძლოს, პროტესტის ნიშნად მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღოს და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ რასთანაც გვაქვს საქმე? – ეს არის არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ საბაბი, რომ ამ მუხლით თავიდან აიცილონ ხელფასის დაქვითვა, რაც ჩემი აზრით, ბოროტად გამოყენაა კანონში არსებული სწორი ჩანაწერების”, – აღნიშნავს დეპუტატი.

ჩუგოშვილის თქმით, ახალი რეგლამენტით პარლამენტის ყველა წევრს ვალდებულება აქვს, სხდომებში მონაწილეობა მიიღოს და პროცესებში იყოს აქტიურად ჩართული.

„ის, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტებს ტოვებენ, გამოწვეულია იმით, რომ გამკაცრებული არის, როგორც დასწრებისა და გაცდენის სანქციები, ასევე კომიტეტის წევრებისთვის გაჩენილი არის ახალი ვალდებულებები მუშაობის კუთხით. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ პარლამენტის წევრებმა დაიწყეს კომიტეტების დატოვება. როგორც ჩანს, საქმესა და კომიტეტებში დასწრებას გაურბიან. ზუსტად არ ვიცი, რომელი წევრი რომელი კომიტეტიდან გადის, მაგრამ ერთადერთი, რასაც ეს რეგლამენტი ცვლის, ის არის, რომ წევრები უნდა ჩაერთონ რეალურ მუშაობაში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.