თამარ ჩუგოშვილი - მუხთარლის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის და ბუნებრივია, გარკვეულ კითხვებს ლეგიტიმურად არსებობის საფუძველი აქვთ
თამარ ჩუგოშვილი - მუხთარლის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის და ბუნებრივია, გარკვეულ კითხვებს ლეგიტიმურად არსებობის საფუძველი აქვთ

ვხედავთ, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის და როდესაც ერთი წელია გასული, ბუნებრივია, რომ გარკვეულ კითხვებს ლეგიტიმურად არსებობის საფუძველი აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგოც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ერთი წლის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა და ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„არის ბუნებრივია განცდა იმისა, რომ გამოძიება საკმარისად სწრაფად და ეფექტურად ვერ ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას. გარკვეული დროის წინ იყო შემოთავაზებული საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის, თუმცა პარლამენტთა უმრავლესობამ თავი შეიკავა, ან ამ წინადადების მხარის დაჭერისგან ან საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისგან ერთი მარტივი მიზეზით, ჩავთვალეთ, რომ გამოძიებისთვის უნდა მიგვეცა შესაძლებლობა, რომ თავისი საქმე დაესრულებინათ. ჩვენ ვხედავთ იმას რომ გამოძიება დასრულებული არ არის და როდესაც ერთი წელია გასული ბუნებრივია, რომ გარკვეულ კითხვებს ლეგიტიმურად არსებობის საფუძველი აქვთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მუხთარლის საქმეზე სისხლის სამართლებრივი სასჯელი ჯერ არავის დაკისრებია, რადგან გამოძიება არ დამთავრებულა და სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.