თამარ ჩუგოშვილი - მთავრობა ემზადება პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსადგენად, ცვლილებებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით
თამარ ჩუგოშვილი - მთავრობა ემზადება პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსადგენად, ცვლილებებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით

მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მთავრობა ემზადება წლიური ანგარიშისთვის, რომლის წარმოდგენაც უნდა მომხდარიყო ივნისში და გასაგები მიზეზების გამო გადაიდო სექტემბრის სასესიო კვირისთვის, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტების კითხვას შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს.

„ჯერ ცვლილებებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი ინფორმაცია რაც მაქვს, ის არის, რომ მთავრობა ემზადება წლიური ანგარიშისთვის, რომლის წარმოდგენაც უნდა მომხდარიყო ივნისში და გასაგები მიზეზების გამო გადაიდო სექტემბრის სასესიო კვირისთვის. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მთავრობა სწორედ ამ ანგარიშის წარმოსადგენად ემზადება პარლამენტში და ეს არის ამ ეტაპზე მათი მთავარი საზრუნავი. ცვლილებებთან დაკავშირებით კი ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. კონკრეტულსა და ღირებულს ვერაფერს გეტყვით, თავად პრემიერმა უკეთ იცის თავის კაბინეტში რაიმე ცვლილებებს გეგმავს თუ არა. ჩვენთან ჯერ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. თუკი ასეთი ცვლილება დაიგეგმა, ბუნებრივია, საპარლამენტო გუნდთან იქნება წინასწარი მოლაპარაკება ამ პროცესზე. ჯერ ასეთი პროცესი არ წარმართულა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.