თამარ ჩუგოშვილი - მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, მისცენ თანამშრომლებს შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ საკუთარი ნება
თამარ ჩუგოშვილი - მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, მისცენ თანამშრომლებს შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ საკუთარი ნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მოუწოდებს კერძო დამსაქმებლებს, მისცენ თანამშრომლებს შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ საკუთარი ნება.

„ამ ეტაპზე, ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობაა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი სპეკულაციები არჩევნების დღესთან დაკავშირებით. იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ არჩევნების დღის დანიშვნა კვირის დღეს იქნებოდა პრობლემების შემცველი. თუმცა, ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ ნებას. 12:00 საათის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩევლის 19,6% გამოცხადდა.

მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი ნება ამ არჩევნებში, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა. ასევე, გვინდა მოვუწოდოთ კერძო დამსაქმებლებს, რომლებიც მუშაობენ დღეს, რომ მისცენ თანამშრომლებს შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ ნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.