თამარ ჩუგოშვილი - მინდა, შევუერთდე იმედს, რომ მესამე მოსმენაზე ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს პასუხისმგებლობას და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას
თამარ ჩუგოშვილი - მინდა, შევუერთდე იმედს, რომ მესამე მოსმენაზე ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს პასუხისმგებლობას და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას

მინდა, შევუერთდე იმედს, რომ მესამე მოსმენაზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც გამოხატული აქვს საჯაროდ სურვილი, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდა, აიღებს პასუხისმგებლობას, გამოცხადდება დარბაზში და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ყველამ დადო პირობა და აიღო ვალდებულება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემდა, იყო მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოც“ სხდომათა დარბაზში იქნებოდნენ და ხმას მისცემდნენ.

„მიმაჩნია, რომ კარლ ჰარცელის განცხადება არის ოპოზიციის მიმართ გზავნილს. უმრავლესობამ თითქმის სრული შემადგენლობით და პარლამენტის ყველა წევრმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, სწორედ ჩვენი ხმებით გავიდა ეს ცვლილება. შეთანხმების ფასილიტატორების და მოდერატორების მხრიდან არის მოლოდინი, რომ ვინაიდან, ყველამ დადო პირობა და აიღო ვალდებულება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემდა, იყო მოლოდინი, რომ ისინიც სხდომათა დარბაზში იქნებოდნენ და ხმას მისცემდნენ. მეც მინდა შევუერთდე ამ იმედს, რომ მესამე მოსმენაზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც გამოხატული აქვს საჯაროდ სურვილი, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდა, აიღებს პასუხისმგებლობას, გამოცხადდება დარბაზში და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს 142 ხმა ექნება“.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.