თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს
თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, მას გაუჭირდება თქმა, თუ რატომ არ მიანიჭა მაკო გომურს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი.

„ყველანაირად მაქვს განცდა, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს. მთავარმა პროკურატურამ სამართლებრივად რატომ მიიჩნია ისე, რომ მას დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონდეს, ამის თქმა გამიჭირდება. ჩემი დაკვირვებით და ვფიქრობ, რომ მას ასეთი სტატუსი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

დატოვე კომენტარი