თამარ ჩუგოშვილი - ინფორმაცია, რომ ამომრჩეველს ჟენევაში საარჩევნო უბანი დახურული დახვდა, სიცრუეა, საარჩევნო უბანი მხოლოდ ბერნშია
თამარ ჩუგოშვილი - ინფორმაცია, რომ ამომრჩეველს ჟენევაში საარჩევნო უბანი დახურული დახვდა, სიცრუეა, საარჩევნო უბანი მხოლოდ ბერნშია

ინფორმაცია, რომ ამომრჩეველს ჟენევაში საარჩევნო უბანი დახურული დახვდა, სიცრუეა, საარჩევნო უბანი მხოლოდ ბერნშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჟენევაში მისულ ამომრჩეველს უბანი დახურული დახვდა. ეს არის სიცრუე და არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან შვეიცარიაში ერთადერთი უბანი არის მხოლოდ ბერნში. მოვუწოდებთ მედიას, რომ მოსახლეობის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია განზრახ არ გავრცელდეს, რადგან ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი ამომრჩეველი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჟენევაში საარჩევნო უბანი საერთოდ არ არის და დახურული ვერავის ვერ დახვდებოდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ჟენევაში საარჩევნო უბანი ნაადრევად ვერ დაიხურებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ იქ უბანი არც გახსნილა. მათივე ცნობით,  შვეიცარიის მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი უბანი მოქმედებს და ისიც ქალაქ ბერნში.