თამარ ჩუგოშვილი - გიორგი ქობულია პარლამენტში უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს და შესაბამისად, შეხვედრას ისინი გამართავენ
თამარ ჩუგოშვილი - გიორგი ქობულია პარლამენტში უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს და შესაბამისად, შეხვედრას ისინი გამართავენ

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პარლამენტში უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს და შესაბამისად, შეხვედრას ისინი გამართავენ, – მის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, გიორგი ქობულიას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ შეხვდებიან.

„გიორგი ქობულიას ჩვენ არ ვხვდებით. ქობულია პარლამენტში ჩვენ არ მოგვიწვევია. ჩვენ მოქმედ მინისტრებს ვიწვევთ ხოლმე და მათ ვესაუბრებით ნებისმიერ თემაზე, რაც ჩვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს და შესაბამისად, შეხვედრას ისინი ჩაატარებენ. პარლამენტის წევრები ყოფილ მინისტრს იბარებენ. ეს ოფიციალური შეხვედრა ვერ იქნება, მაგრამ ბუნებრივია, პარლამენტის წევრს აქვს უფლება, რომ ნებისმიერ პირს დაელაპარაკოს, თუ ფიქრობს, რომ მისგან რაღაც ინფორმაცია სჭირდება. ამაში ვერც ვერაფერს განსაკუთრებულს და ვერც ვერაფერს პრობლემურს ვერ ვხედავთ. უმრავლესობაში თუ რაიმე კითხვები გვიჩნდება, ამ კითხვებს უმრავლესობაში და პარტიის შიგნით ვსვამთ. გვაქვს სხვადასხვა ფორმატები, რათა ამ საკითხებზე ვისაუბროთ. ასეთი ტიპის საჯარო შეხვედრები საჭირო არ არის, რადგან ინფორმაცია, რაც ალბათ სხვებს სჭირდებათ, რომ მიიღონ, ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში დღეს მივა.