თამარ ჩუგოშვილი -  გამოყოფილი რესურსი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობას სრულად შეესაბამება 
თამარ ჩუგოშვილი -  გამოყოფილი რესურსი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობას სრულად შეესაბამება 

ბიუჯეტიდან პრეზიდენტისთვის გამოყოფილი რესურსები, ჩემი ინფორმაციით, სრულად შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

„უკეთესი იქნება, აღნიშნულ საკითხზე საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და მთავრობის წევრებმა უპასუხონ. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, პრეზიდენტისთვის გამოყოფილი რესურსები სრულად შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას და პროპორციულია“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

2019 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 9 მილიონ 800 ათასი ლარზე იყო გათვალისწინებული. თუმცა ახალი რედაქციის მიხედვით, ეს მაჩვენებელი სამი მილიონით არის შემცირებული და 6 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხის გამოყოფა არ იგეგმება.