თამარ ჩუგოშვილი - გამიჭირდება, ახალ ანტიკრიზისულ პაკეტს პირდაპირ მოსყიდვა დავარქვა, მაგრამ ეს საპარლამენტო არჩევნებზე თავის გავლენას იქონიებს
თამარ ჩუგოშვილი - გამიჭირდება, ახალ ანტიკრიზისულ პაკეტს პირდაპირ მოსყიდვა დავარქვა, მაგრამ ეს საპარლამენტო არჩევნებზე თავის გავლენას იქონიებს

გამიჭირდება, ახალ ანტიკრიზისულ პაკეტს პირდაპირ მოსყიდვა დავარქვა, მაგრამ ეს საპარლამენტო არჩევნებზე თავის გავლენას იქონიებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა ჯურნალისტებს განუცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, წინასაარჩევნოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა როგორც წესი, პრობლემურია, თუმცა პანდემიის გამო, არასტანდარტული ვითარებაა, მით უმეტეს, როცა საუბარი იყო მთავრობის მიერ თანხების არასაკმარისი ოდენობით გამოყოფაზე.

„როცა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა წინასაარჩევნოდ ხორციელდება, როგორც წესი, პრობლემურია. წელს არასტანდარტული ვითარებაა, როცა პანდემიის გამო დამატებით მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს და ამიტომ, პირდაპირ ვერ ვიტყვით, რამდენად შეიძლება საარჩევნოდ მოსყიდვა ეწოდოს. მით უმეტეს, მთავრობის მისამართით ამბობდნენ, რომ თანხები საკმარისი არ იყო და უფრო მეტის გამოყოფა იყო საჭირო.

გამიჭირდება, ახალ ანტიკრიზისულ პაკეტს პირდაპირ მოსყიდვა დავარქვა, მაგრამ ეს საპარლამენტო არჩევნებზე თავის გავლენას იქონიებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.