თამარ ჩუგოშვილი - ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამ მდგომარეობაში იგდებს თავს
თამარ ჩუგოშვილი - ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამ მდგომარეობაში იგდებს თავს

ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი თავს ჩაიგდებს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„უბრალოდ, ძალიან საწყენი და სევდიანიც კი არის ამ პროცესის ყურება. რაც შეეხება ექსტრადირების საკითხებს, ეს შესაბამისი უწყებების კომპეტენცია და მათ შეუძლიათ გააკეთონ კომენტარი, როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.