თამარ ჩუგოშვილი - დაემორჩილება თუ არა ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება
თამარ ჩუგოშვილი - დაემორჩილება თუ არა ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დეპუტატი ნიკა მელია დაემორჩილება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფა კანონდარღვევას წარმოადგენს და როგორც ჩანს, მოსამართლემ მელიას მიმართ მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენა.

„რაც შეეხება იმას, დაემორჩილება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. თუ დაემორჩილება, პროცესი გაგრძელდება და სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ის აღსრულდება. თუ არ დაემორჩილება, რამდენადაც ვხვდები, პროკურატურასა და სასამართლოს ვალდებულება ექნებათ, გამოიყენონ ის მექანიზმები, რაც მათ ხელთ არსებობს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია დღეს სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არ არის, დაიფიცოს, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და თუ ასე საუბარს გააგრძელებს, მას გააძევებს.

საბოლოოდ, ნიკა მელიამ არ გაითვალისწინა მოსამართლის მოწოდება და ის დარბაზიდან გააძევეს. პროცესი მის გარეშე გაგრძელდა.

დატოვე კომენტარი