თამარ ჩუგოშვილი - ცუდია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა და არამოსამართლე წევრების ერთიანობას ვერ მიაღწია
თამარ ჩუგოშვილი - ცუდია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა და არამოსამართლე წევრების ერთიანობას ვერ მიაღწია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ცუდია, რომ წლების განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა და არამოსამართლე წევრების ერთიანობას ვერ მიაღწია,ყოველ შემთხვევაში, არამოსამართლე წევრების ნაწილში.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ანა დოლიძის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

„ანა დოლიძეს როგორც პროფესიონალს პატივს ვცემ. წლებია, მას ვიცნობ და ერთადაც ვმუშაობდით. მის მიმართ პატივისცემა შემიძლია გამოვხატო. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სხვადასხვა საკითხების განხილვა საკმაოდ ხმაურით სრულდება. ზოგადად ცუდია, რომ ამ წლების განმავლობაში, საბჭომ მოსამართლეთა და არამოსამართლე წევრების ერთიანობას ვერ მიაღწია, ყოველ შემთვევაში, არამოსამართლე წევრების ნაწილში. სხვებისგან განსხვავებით ინდივიდებზე საუბრისგან თავს შევიკავებ და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სისტემას რეფორმის გაგრძელება სჭირდება. პრეზიდენტს შეიძლება თითოეული რამის ინტერესი ჰქონდეს, მაგრამ ანა დოლიძის მიმართ როგორც პროფესიონალის მიმართ შემიძლია, მხოლოდ პატივისცემა გამოვხატო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.