თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ რუსული ნეგატიური გავლენების ეპიცენტრში ვართ და ამერიკის დახმარება მნიშვნელოვანია 
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ რუსული ნეგატიური გავლენების ეპიცენტრში ვართ და ამერიკის დახმარება მნიშვნელოვანია 

ნებისიერი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ, რომ აღმოგვიჩინონ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების გაზრდის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტი ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ პროექტების მხარდაჭერა პრიორიტეტულია.

„ჩვენ რუსული ნეგატიური გავლენების ეპიცენტრში ვართ და ნებისმისრი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ, რომ აღმოგვიჩინონ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანხები, რომელიც გამოიყოფა, ზუსტად არ ვიცი, როგორ განაწილდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სახელმწიფო ასევე არასახელმწიფოებრივ უწყებებს ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყებამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება გაიზარდა.