თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ არ მივცემთ ოპოზიციას სიტუაციის არევის უფლებას
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ არ მივცემთ ოპოზიციას სიტუაციის არევის უფლებას

მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებაზე ოპოზიციის მხარდაჭერას ჩვენ არ ველოდებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საკომიტეტო მოსმენებზე არ დასწრების საკითხს შეეხება.

თამარ ჩუგოშვილის თქმით მათი გუნდი ოპოზიციას სიტუაციის არევის უფლებას არ მისცემს.

„ოპოზიციის მხარდაჭერას ჩვენ არც ველოდებით მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებაზე. ოპოზიციას არასდროს არ გამოუვლენია არცერთი მთავრობის შემადგენლობის მხარდაჭერა. ეს არის კიდევაც არსი იმისა, რომ ჩვენი მთავრობა მტკიცდება. ვისაც აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, ის პარტია წარადგენს კანდიდატურას და არასდროს ამ შემადგენლობას ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს და მათ შორის, არც ამჯერად. რაც შეეხება იმას, რის უფლებას მოგვცემენ და რის უფლებას არ მოგცემენ, ჩვენ არ მივცემთ მათ სიტუაციის არევის უფლებას. ასე უფრო სწორი იქნებოდა თქმა. დანარჩენი, რაც შეეხება პროტესტის გამოხატვას, მშვიდობიანი ფორმით აზრის დაფიქსირებას, მანიფესტაციას და ა.შ. ეს მათი უფლებაა და ბუნებრივია, შეუძლიათ ასეთი პროტესტები გამართონ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.