თამარ ჩუგოშვილი - ჩემი პირადი პოზიცია და სურვილია, პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში გაიმართოს
თამარ ჩუგოშვილი - ჩემი პირადი პოზიცია და სურვილია, პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში გაიმართოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში უნდა  გაიმართოს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველო ინაუგურაციის ცერემონიით შესაფერისად უნდა წარმოჩინდეს.

„ჯერ მსჯელობა მიმდინარეობს, სად შეიძლება ინაუგურაცია ჩატარდეს. ქვეყანა ღირსეულად უნდა წარმოჩინდეს, რადგან საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი ყურადღებაა მოპყრობილი და ღონისძიებაზე ბევრი სტუმარი იქნება. ჩემი პირადი პოზიცია და სურვილი იქნებოდა, რომ ინაუგურაცია თბილისში ჩატარდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში მოსაზრება გამოითქვა, რომ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზოში ან პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ეზოში გაიმართოს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.