თამარ ჩუგოშვილი - აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და მოქმედება, თუნდაც ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან, კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს
თამარ ჩუგოშვილი - აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და მოქმედება, თუნდაც ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან, კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს

კანონიერი ფორმებით გამოხატული პროტესტი სრულიად ლეგიტიმურია და ყველას აქვს უფლება, რომ თავისი განწყობა ჰქონდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.

„კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის. კანონის ფარგლებში მოქმედება უნდა ვისწავლოთ. პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების გამო პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენება სამწუხაროა. ეს პროცესი რამდენჯერ უნდა გაიაროთ? პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმუშაონ, რომ საჭირო არ იყოს მოქალაქეებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დატოვე კომენტარი