თამარ ჩუგოშვილი - არის რამდენიმე მიმართულება, რაზეც პარლამენტსა და მთავრობას შორის გარკვეული პრობლემები იყო
თამარ ჩუგოშვილი - არის რამდენიმე მიმართულება, რაზეც პარლამენტსა და მთავრობას შორის გარკვეული პრობლემები იყო

არის რამდენიმე მიმართულება, რაზეც პარლამენტსა და მთავრობას შორის გარკვეული პრობლემები არსებობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს პირველ რიგში, მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას ეხება.

„ასევე, არის სხვა ეკონომიკის კუთხით არსებული გამოწვევები, რაზეც გუნდმა უკვე იმსჯელა.  საბოლოო ჯამში, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმა.

სწორედ ამიტომ, მიღებულ იქნა საერთო გადაწყვეტილება მთავრობაში განხორციელებულიყო ცვლილებები“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინვე მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.