თამარ ჩუგოშვილი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს აკისრებს
თამარ ჩუგოშვილი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს აკისრებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს აკისრებს.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, მორიგი ძალიან სამწუხარო და მძიმე შემთხვევა მოხდა.

„ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა სრულად საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს ეკისრებათ, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ჩვენი მხრიდან აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გამახვილება მოხდება და მათი მეშვეობით გარკვეული მცდელობა იქნება, რომ მსგავს თემებზე მართლმსაჯულება აღსრულდეს. ეს ჩვენი ტრაგედიაა და ყველაზე მძიმე ოკუპაციაა. ჩვენს ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ვერ ვახორციელებთ. რაც შეეხება ოთხოზორიას, ამ საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მობილიზებული იყო და ამ შემთხვევაშიც შესაბამისად მოვიქცევით”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.