თამარ ჩუგოშვილი - არჩევნების ჩატარება და შემდგომი შეფასებები დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, რა ვერსიას შესთავაზებს უმრავლესობა ოპოზიციას
თამარ ჩუგოშვილი - არჩევნების ჩატარება და შემდგომი შეფასებები დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, რა ვერსიას შესთავაზებს უმრავლესობა ოპოზიციას

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ხვალინდელი შეხვედრა შეჯერებისთვის ბოლო შეხვედრა უნდა იყოს.

მისი თქმით, აღარ არის დარჩენილი დრო, რომ მსგავსი შეხვედრების რაუნდები ტარდებოდეს.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფორმალურად შესაძლებელია ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ინიცირება, ასევე არჩევნებამდე პერიოდში გარკვეული ცვლილებების მოსწრებაც, მაგრამ ეს დამოკიდებულია, რა ვერსიას შესთავაზებს უმრავლესობა ოპოზიციას და მისაღები იქნება თუ არა სხვა პოლიტიკური ძალებისთვის.

„მჯერა, რომ არჩევნების ბედი, მისი ჩატარება და შემდგომი შეფასებები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რა ვერსიას შესთავაზებს უმრავლესობა ოპოზიციას და მოხერხდება თუ არა შეთანხმება. მინდა, ამის იმედი მქონდეს, მაგრამ რომ გითხრათ, განსაკუთრებული იმედი მაქვსთქო, ასე არ არის. არჩევნებთან ახლოს არ შეიძლება საარჩევნო ცვლილებების შეტანა, ეს არის წესი. ამ წესს პატივი უნდა ვცეთ და დროულად უნდა მოხდეს ცვლილებების განხორციელება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგნლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხვალ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი იგეგმება.