თამარ ჩუგოშვილი - ვერ წარმომიდგენია, გიგა ბოკერია ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდეს
თამარ ჩუგოშვილი - ვერ წარმომიდგენია, გიგა ბოკერია ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდეს

მოლოდინი, რომ ოდესმე, ბოკერიას მოუწევს ვინმესთან დაკავშირებით ამნისტიის გადაწყვეტილების მიღება, არ მაქვს, რადგან ვერ წარმომიდგენია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს, რომ რადიკალური პოლიტიკის გაგრძელება, მათთვის წამგებიანია.

„როგორც ვხვდები, „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს და ხვდება იმას, რომ რადიკალური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს, და იგივე ხაზზე დაჯდომა, მათთვის ელექტორალურად წამგებიანია. შესაბამისად ცდილობენ, თავიანთი ამომრჩეველი გამოკვეთონ და ეს ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისგან განსხვავებული იყოს. ეს არის მათი გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯი, თუმცა, იმის მოლოდინი, რომ ოდესმე, ბოკერიას მოუწევს ვინმესთან დაკავშირებით ამნისტიის გადაწყვეტილების მიღება, ნამდვილად არ მაქვს, რადგან ვერ წარმომიდგენია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.