თამარ ჩუგოშვილი - ახალი რეგლამენტი პარლამენტის მიმართ მოქალაქეების ნდობას გაზრდის
თამარ ჩუგოშვილი - ახალი რეგლამენტი პარლამენტის მიმართ მოქალაქეების ნდობას გაზრდის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის მოსაზრებით, ახალი რეგლამენტი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ მოქალაქეების ნდობას გაზრდის.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა რეგლამენტის პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით აღნიშნა, ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე წარმოდგენილი არ იყო, შესაბამისად, ამ საკითხზე მათი მოსაზრებები არ მოუსმენიათ.

„ვეცადეთ, რომ რეგლამენტის პროექტი პარლამენტის ყველა წევრისთვის ყოფილიყო. დოკუმენტი პარლამენტის როლს ძალიან გაზრდის. ცვლილებებით ბევრი სიახლე შემოდის, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და ხელისუფლების მუშაობაზე კონტროლს ითვალისწინებს. საერთო ჯაში, ჩვენი მოლოდინია, რომ პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღო. რეგლამენტის პროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი, წინააღმდეგი იყო.