თამარ ჩუგოშვილი - აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს აქტიურად, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის
თამარ ჩუგოშვილი - აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს აქტიურად, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის

ენგურის ხიდის ჩაკეტვა არის პირველ რიგში პრობლემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის მიღმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრალამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოაშვილმა განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პრობლემები ექმნებათ სტუდენტებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობენ აქტიურად, რომ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს გამშვები პუნქტების გახნასა და დახურვაში, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.