თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები პოლიტიკური პარტიის შექმნაზე არ ფიქრობენ
თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები პოლიტიკური პარტიის შექმნაზე არ ფიქრობენ

დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები პოლიტიკური პარტიის შექმნაზე არ ფიქრობენ.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, უმრავლესობიდან წამოსულ დეპუტატებს პარტიის შექმნისთვის რესურსი არ გააჩნიათ.

„ვერც კიდევ ერთი დამატებითი პარტიის შექმნის საჭიროებას ვერ ვხედავთ. პირიქით – მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ პოლიტიკაში ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა, რადგან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ჩვენი გეგმები დაკავშირებულია იმასთან, დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობა როგორ წარიმართოს და ეს ვადა ღირსეულად დავასრულოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.