თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მმართველი გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს
თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მმართველი გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მმართველი გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რაც ჩანს ზედაპირზე, ყველა ხედავს.

„საერთო მიზანია, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეები დავნიშნოთ და სასამართლო სისტემაში ისეთი რეფორმები განვახორციელოთ, რაც მართლმსასჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებას რწმენას გაუჩენს. ეს არის ამოცანა და საბოლოო მიზანი. ამ მიზნამდე როგორ მივალთ, ამის თაობაზე შეიძლება, სხვადასხვა წარმოდგენა იყოს და ამას ადამიანები სხვადასხვანიარად ხედავდნენ, მაგრამ უნდა შევჯერდეთ. გუნდის დაშლის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.