თამარ ჩუგოშვილი - 16 დეკემბერს საქართველომ პრეზიდენტის ინაუგურაცია ისე უნდა ჩაატაროს, რომ ქვეყნის ღირსეული სახე წარმოჩინდეს
თამარ ჩუგოშვილი - 16 დეკემბერს საქართველომ პრეზიდენტის ინაუგურაცია ისე უნდა ჩაატაროს, რომ ქვეყნის ღირსეული სახე წარმოჩინდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 16 დეკემბერს საქართველომ მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ისე უნდა ჩაატაროს, რომ ქვეყნის ღირსეული სახე წარმოჩინდეს.

თამარ ჩუგოშვილი არ აკონკრეტებს, სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია.

„საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ინაუგურაციის ღირსეულად ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ქვეყნის ლიდერი დაინტერესებულია, რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად იყოს და ქვეყნის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პირადად მიულოცოს.საქართველომ 16 დეკემბერს ინაუგურაცია ისე უნდა ჩაატაროს, რომ ქვეყნის ღირსეული სახე წარმოჩინდეს“,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.